ჯოკოვიჩმა დიდი სლემის ტურნირებზე უნიკალური რეკორდი დაამყარა
დიდი სლემის ტურნირების 24-გზის გამარჯვებულმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეიეჯორის მთავარ ბადეში 430-ე თამაში ჩაატარა. ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში ის პორტუგალიელ ჟაიმე ფარიას დაუპირისპირდა და დაამარცხა.
ამრიგად, სერბმა ჩოგბურთელმა დიდი სლემის ტურნირებზე ჩატარებული თამაშების რაოდენობით აბსოლუტური რეკორდი დაამყარა.
ნოლემ ამ მაჩვენებლით მეიჯორების 20-გზის ჩემპიონს, შვეიცარიელ როჯერ ფედერერს გაუსწრო, რომელმაც დიდი სლემის ტურნირებზე 429 მატჩი ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ კარიერის მანძილზე დიდი სლემის ტურნირების რეკორდსმენ ჯოკოვიჩს 10-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა, 3-ჯერ როლან გაროსი, 7-ჯერ უიმბლდონი და 4-ჯერ ამერიკის ღია პირველობა აქვს მოგებული.