„ნეიმარის გარეშე 2026 წლის მუნდიალს ვერ მოვიგებთ“ - რომარიო
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, რომარიომ „სელესაოს“ ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და პენტაკამპეონების პერსპექტივები შეაფასა.
რას ამბობს რომარიო:
„მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატს ბრაზილია მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიგებს, თუ გუნდში ნეიმარი იქნება. 1962 წელს ბრაზილიის ნაკრები გარინჩასთვის თამაშობდა, 1970 წელს - პელესთვის, 1994 წელს - რომარიოსთვის, 2002 წელს კი რონალდოსთვის. თუ 2026 წელს ისინი ნეიმარისთვის არ ითამაშებენ, მუნდიალს ვერ მოიგებენ“.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარს ბრაზილიის ნაკრების მაისურით 128 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 79 გოლი და 59 ასისტია. ნეიმარი „სელესაოს“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია - ამ მაჩვენებლით მან პელეს 2023 წლის სექტემბერში გადაუსწრო.
ცნობისთვის, ბოლოს ნეიმარმა ეროვნული ნაკრების მაისური 2023 წლის ოქტომბერში, ურუგვაისთან წაგებულ მატჩში მოირგო.