Bellator-ი არსებობას წყვეტს
MMA-პრომოუშენი Bellator-მა არსებობა შეწყვიტა. ამის შესახებ ჟურნალისტი და ინსაიდერი, არიელ ჰელვანი იუწყება.
„Bellator-ი მკვდარია, როგორც ორგანიზაცია. იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ ლიგას ვიცნობთ, ის აღარ არსებობს. ჩვენ აღარ ვნახავთ, Bellator-ის ტურნირებს. თუ თქვენ უყურებთ 25 იანვრის ტურნირს, ნახავთ, რომ მსუბუქ წონაში ქამრის გარდა, Bellator-ის არანაირი ხსენება აღარ იქნება“, - თქვა ჰელვანიმ.
Yahoo Sports-ის ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვი Bellator-ის ისტორიაში ბოლო საჩემპიონო ბრძოლას გამართავს. 25 იანვარს ის ქამრის დაცვას პოლ ჰიუზთან შეეცდება. ტურნირს დუბაი უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს Bellator-ის მფლობელი ლიგა PFL (Professional Fighters League) გახდა.გავრცელებული ინფორმაციით, PFL-ი ახალ სეზონზე ფორმატს შეიცვლის.
Bellator-ი 2008 წელს აშშ-ში დაარსდა და რიგით მეორე უდიდესი MMA-პრომოუშენია მსოფლიოში.