მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„უმარს ასეთი ზეწოლა არასდროს უგრძნია“ | ვოლკანოვსკი დვალიშვილის გამარჯვებას ვარაუდობს

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ჩხუბზე ისაუბრა. „ვოლკმა“ გულშემატკივრებს საკუთარი პროგნოზი გაუზიარა და ფსონს „მანქანის“ გამარჯვებაზე ჩამოვიდა.

„უმარი დაღესტნელ მებრძოლებთან ვარჯიშობს და ძალიან დიდ წნეხსაა შეჩვეული. განსხვავება ისაა, რომ ისლამ მახაჩევი, ხაბიბ ნურმაგომედოვი და თავად უმარიც, ფრთხილი მებრძოლები არიან. მათ უნდათ, მეტოქეზე წნეხი განახორციელონ, მაგრამ სურთ, ეს ზედმეტი რისკის გარეშე გააკეთონ და შესანიშნავადაც გამოსდით. მერაბი სხვანაირია. ის მზადაა, მოწინააღმდეგეზე ზეწოლა რისკის ფასად განახორციელოს.

დვალიშვილმა შონ ომალისთან შესანიშნავად იასპარეზა. შუგაზე საჭირო ოდენობის ზეწოლას ახდენდა და ამას ისე აკეთებდა, რომ ომალის ძლიერი დარტყმების მიყენების შანსს არ უტოვებდა. მერაბისთვის რთული ორთაბრძოლა იქნება, რადგან უმარს ძალიან კარგი სტრაიკინგი, ჭიდაობა და გრეპლინგი აქვს, მაგრამ ნურმაგომედოვს არასდროს უგრძნია ისეთი წნეხი და ზეწოლა, როგორსაც დვალიშვილი მეტოქეებს სთავაზობს.

ბევრი ადამიანი კომენტარებში დამიწერს, რა სისულელეს ამბობ, ის ხომ დაღესტნელ მოჭიდავეებთან ვარჯიშობსო, მაგრამ გეუბნებით, მერაბისნაირი არაფერი უნახავს. დაღესტნელ მებრძოლებს ზედმეტი მოძრაობები არ ახასიათებთ. როცა ისინი თეიქდაუნის შესრულებას ცდილობენ, მეტოქეს ხელს არ უშვებენ და ზედ ეკვრიან, მერაბს კი არანაირი პრობლემა არ აქვს, თეიქდაუნის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მუშტით რამდენიმე დარტყმა განახორციელოს და ისევ თეიქდაუნის შესრულება სცადოს. მას შეუძლია, ეს 5 რაუნდის განმავლობაში აკეთოს და ვფიქრობ, თუ ორთაბრძოლა დასკვნით რაუნდებში გადავა, დვალიშვილს უმარის დანგრევის საშუალება ექნება.

საკითხავი ისაა, საწყის რაუნდებში ძლიერად მოხვდება თუ არა, რადგან როგორც აღვნიშნე, გარისკვა სჩვევია. უმარს ხაბიბი ავარჯიშებს და რა თქმა უნდა, თავდაუზოგავად მუშაობენ, მაგრამ არ მგონია, მერაბისნაირ წნეხს სადმე გამკლავებოდა და შეხვედროდა. დაღესტნელი მებრძოლებისგან განსხვავებით, რომლებიც ცდილობენ, განძრევის შანსი არ მოგცენ, მერაბთან წამოდგომა შეგიძლია, მაგრამ ხვდები, რომ იმავეს გაიმეორებს და იძაბები. რეაგირებაა საჭირო 5 რაუნდის განმავლობაში, რაც ძალიან ძნელია. გამომდინარე იქიდან, რომ დვალიშვილის გამარჯვებაზე ამხელა კოეფიციენტია, მერაბის მოგებას ავიღებ“.

სხვათა შორის, ვოლკანოვსკიმ ისლამ მახაჩევისა და არმან ცარუკიანის ჩხუბზეც გააკეთა პროგნოზი და ცარუკიანის მარცხი ივარაუდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა გუნდში ყველა ფეხბურთელს აღემატება“ - ფრანგი ჟურნალისტი
„კვარა გუნდში ყველა ფეხბურთელს აღემატება“ - ფრანგი ჟურნალისტი