„ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს“ | მერაბის რეაქცია შორტის უნიკალურ დიზაინზე
UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარს პირველად უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს. „მანქანა“ ოქტაგონზე სპეციალური შორტით გავა, რომელიც საქართველოს დროშის ფერებშია გადაწყვეტილი.
UFC-იმ სოციალურ ქსელებში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც დვალიშვილის რეაქცია ჩანს აღნიშნული შორტის პირველად ნახვისას. მერაბი აღფრთოვანებულია და აცხადებს, რომ ეს მისთვის ყველაფერს ნიშნავს.
„ღმერთო ჩემო, ძალიან აღფრთოვანებული ვარ. მადლობა UFC-სა და Venum-ს ამის გამო. ძალიან ლამაზია და ეს წარწერა (სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი) ყველაზე მეტად მომწონს. ძალიან ბედნიერი ვარ. შემიძლია ამ ჩხუბის შემდეგ კარიერა დავასრულო და მაინც ბედნიერი ვიქნები. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და ჩემს ქვეყანას წარმოაჩენს. სწორედ ამის გამო ვჩხუბობ და ყველაფერი ამის გამო დავიწყე. სპეციალური დიზაინის შორტის ქონა და UFC-ში საქართველოს სახელით ასპარეზობა ყველაფერს ნიშნავს. მადლობა UFC-ს, მადლობა Venum-ს და მადლობა საქართველოს“.
"This means everything for me" ????????@MerabDvalishvil | #UFC311 pic.twitter.com/CPqTfhPrgG
— UFC (@ufc) January 15, 2025
ცნობისთვის, დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის დაპირისპირება UFC 311-ის თანამთავარი მოვლენაა. ბუკმეკერები ფავორიტად უმარს ასახელებენ და თვლიან, რომ მერაბს საჩემპიონო ქამრის შენარჩუნება გაუჭირდება.