ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარა გუნდში ყველა ფეხბურთელს აღემატება“ - ფრანგი ჟურნალისტი

ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა, დანიელ რიოლომ RMC Sport-ზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი პსჟ-ის შეტევითი ხაზის ლიდერი იქნება.

რას ამბობს რიოლო:

„კვარა ქაღალდზე იმ ყველა ფეხბურთელზე უკეთესია, რომელიც კლუბში მის გვერდით იქნება. ერთ ფლანგზე კვარა ითამაშებს, მეორე ფლანგზე დემბელე, ლი კი სავარაუდოდ ცრუ ცხრიანის პოზიციას მოირგებს. არ ვიცი, ამ პოზიციაზე როგორ შეძლებს თავის გამოჩენას, მაგრამ ასეა თუ ისე, გუნდში არის ისეთი ფეხბურთელი, წინ შეძლებს თამაშს“.

„კვარაცხელიას გუნდში მნიშვნელოვანი როლი ექნება. თუ კვარა გუნდში თავისი ჩვეული ფორმის დაბრუნების სურვილით მოდის, ისეთის, როგორიც 2 სეზონის წინ, ან გასულ ევროზე იყო, მაშინ გარწმუნებთ, რომ გუნდში ძალიან ძლიერი ფეხბურთელი გვეყოლება. თუ მთელ კლუბში არა, ის მინიმუმ მარცხენა ფლანგზე მაინც აღემატება გუნდში მყოფ ყველა ფეხბურთელს“.

პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ოფიციალურად მიმდინარე კვირის ბოლომდე გაოფიციალურდება. მანამდე, გავლენიანმა ექსპერტმა ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ მხარეებმა შეთანხმებას ყველა დეტალზე მიაღწიეს და ქართველი შემტევის პარიზულ გუნდში თამაში 100%-ით გადაწყვეტილია.

გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ-ს „ნაპოლის“ 70 მილიონ ევროს გადაუხდის, ხვიჩას კი 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კვარა ანაზღაურების სახით წლიურად 9 მილიონ ევროს მიიღებს.

რომანო წერს, რომ პსჟ-ში უკვე დაინიშნა ხვიჩა კვარაცხელიას სამედიცინო შემოწმება და ეს მიმდინარე კვირის ბოლომდე მოხდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლი ჩემპიონს კარგავს...“ - კასანომ კვარას ტრანსფერზე ისაუბრა
„ნაპოლი ჩემპიონს კარგავს...“ - კასანომ კვარას ტრანსფერზე ისაუბრა