მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ქართველებზე ცუდი არასოდეს მითქვამს“ - უმარ ნურმაგომედოვი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის რუსმა მებრძოლმა, უმარ ნურმაგომედოვმა, რომელიც რამდენიმე დღეში სატიტულო ბრძოლაში ამავე წონის ქართველ ჩემპიონს, მერაბ დვალიშვილს დაუპირისპირდება, მასსა და მერაბს შორის არსებულ კონფლიქტზე ისაუბრა.

რა თქვა ნურმაგომედოვმა:

„ეს დრამა არაფრისგან წარმოიშვა. ჩემთვის მერაბის ასეთი ქცევის მიზეზები ამ დრომდე გაუგებარია. მე მასზე ვსაუბრობდი, მაგრამ ქართველებზე არასოდეს მითქვამს რამე, საქართველოზე შეურაცხმყოფელი არაფერი მითქვამს.

როცა მერაბი ცდილობს, ყველაფერი ასე წარმოაჩინოს, იქნებ უბრალოდ თავისი თანამემამულეებისგან მეტი მხარდაჭერის მიღება სურს?

მთელ ერზე უარყოფითის თქმა უბრალოდ შეუძლებელია. ეს არ არის ერთი ადამიანი, ყველა ერში არიან კარგი და ცუდი ადამიანები, ამისგან არც ერთი ერი არაა დაზღვეული. მე ვფიქრობ, რომ არც ერთი ეროვნების ხალხი არაა სხვა ეროვნების ხალხზე უპირატესი“.

ცნობისთვის, დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის დაპირისპირება თბილისის დროით 19 იანვარს, გამთენიისას გაიმართება და UFC 311-ის თანამთავარი მოვლენა იქნება. ბუკმეკერები ფავორიტად უმარს ასახელებენ და თვლიან, რომ მერაბს საჩემპიონო ქამრის შენარჩუნება გაუჭირდება.

აქვე გეტყვით, რომ მერაბისთვის ეს ქამრის პირველი დაცვა იქნება. ჩემპიონის ტიტული მან გასულ წელს, შონ ომალისთან ბრძოლაში მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ფურცელზე ფავორიტი უმარია, მაგრამ...“ | უიტეკერი მერაბს ქომაგობს
„ფურცელზე ფავორიტი უმარია, მაგრამ...“ | უიტეკერი მერაბს ქომაგობს