„მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ნეაპოლში საოცრებები აკეთა“ | ლუკა ტონი კვარაზე
იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ლუკა ტონი ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ წასვლას გამოეხმაურა. ტონის ჰკითხეს, სწორედ იქცევა თუ არა „ნაპოლი“ „კვარას“ რომ ყიდის, რაზეც ლუკამ განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმებისგან ძალიან შორს არიან, თორემ ანტონიო კონტე მიზანს მიაღწევდა.
„კვარაცხელია მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ნეაპოლში, საოცრებები აკეთა, როცა სკუდეტო მოიგო. არ ვიცი, კლუბში რა დინამიკა იყო შექმნილი, მაგრამ ფაქტია, რომ კვარაცხელია იმ მცირერიცხოვან ფეხბურთელთა შორისაა, რომელთა კონტრაქტებისთვისაც ხელი არ უხლიათ.
არაა მარტივი ნაპოლიში დარჩე, როცა ასეთი წინადადებები გაქვს. რა თქმა უნდა, თუ კლუბი ფეხბურთელს ვერ აკმაყოფილებს, მისი შენარჩუნება უფრო რთულდება. ანტონიო კონტემ წარმატებას რომ ვერ მიაღწია, ეს ნიშნავს, რომ მხარეებს შორის დიდი უფსკრულია“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ, საკუთარი საფირმო ფრაზით, Here we go-თი დაადასტურა, რომ „კვარა“ კარიერას „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს. ფრანგული გრანდი მის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც ბონუსები დაემატება.