ვალერი გაგუა
Aa
Aa

ვალერი გაგუას ახალი გამოწვევა | 44 წლის სპეციალისტი თელავში იმუშავებს

საფეხბურთო კლუბ „თელავის’’ მთავარი მწვრთნელი ვალერი გაგუა გახდა. კახური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 44 წლის სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. ვალერი გაგუა უმაღლესი ლიგის გუნდს პირველად გაწვრთნის. ეს მის სამწვრთნელო კარიერაში ახალი გამოწვევაა.

ვალერი გაგუას ლევან მერებაშვილი დაეხმარება. ასევე, მის სამწვრთნელო სტაფში ფიზმომზადების მწვრთნელი ალექსანდრ პარნიუკი და მეკარეების მწვრთნელი ბუხუ ოდიკაძე იმუშავებენ. ანალიტიკოსი ანდრო გიორგობიანი იქნება.

ვალერი გაგუა „იბერია 1999’’-სა და თბილისის „დინამოს’’ აკადემიებში მუშაობდა. ასევე, წვრთნიდა თბილისის „დინამოს’’ 19-წლამდე და მეორე გუნდებს. გასულ წელს მისმა გაწვრთნილმა თბილისის „დინამოს'' 19-წლამდე გუნდმა UEFA-ს ახალგაზრდული ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა, ბუდუჩნოსტის „პოდგორიცასთან'' დამარცხდა, შინ 3:2 მოიგო, თუმცა სტუმრად დიდი ანგარიშით დამარცხდა - 4:1.

2024 წლის სეზონში გაგუას გაწვრთნილმა თბილისის „დინამო 2''-მა 39-დან 17 მატჩი მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 16 დათმო.

მსგავსი სიახლეები