გუგეშაშვილი პაოკ-ის რადარზე | ტრანსფერს ერთ შემთხვევაში დათანხმდება
ბერძნული Gazzetta-ს ინფორმაციით, პაოკ-ი „პანსერაიკოსის’’ ქართველი მეკარის, ლუკა გუგეშაშვილის დამატებით დაინტერესდა.
Monobala-ს ინფორმაციით, გუგეშაშვილი პაოკ-ში წასვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება თუ ნომერ პირველ მეკარედ განიხილავენ. ამჟამად, პაოკ-ის სასტარტოში ხორვატი დომინიკ კოტარსკი დგას, რომელიც დიდი შანსია სეზონის დასრულების შემდეგ პაოკ-მა გაყიდოს, მისი შეძენა ტოპ ლიგების კლუბებს სურთ.
სავარაუდოდ, ლუკა სეზონის ბოლომდე პაოკ-ში დარჩება, ტრანსფერის განხორციელება ზაფხულში უფრო რეალურია.
პაოკ-ი, რომელსაც რაზვან ლუჩესკუ წვრთნის, ამბიციური კლუბია, ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და პარალელურად ევროპა ლიგაზე თამაშობს. ასეთი კლუბის სასტარტოში თამაში 25 წლის ქართველი მეკარისთვის პროგრესული ნაბიჯი იქნება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ბერძნულ კლუბში გასულ ზაფხულში გადავიდა და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
შეგახსენებთ, საბერძნეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ლუკამ 18-ვე მატჩში სასტარტოში ითამაშა, კარი მშრალად სამ შეხვედრაში შეინახა, ორ მატჩში კაპიტანი იყო, თითქმის ყოველ მატჩში მაღალ შეფასებას იღებს და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ რამდენჯერმე დასახელდა. ცალკე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მან 72 „სეივი'' შეასრულა, რაც ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია. მოსალოდნელი იყო, რომ მის მიმართ ინტერესი გაჩნდებოდა. დიდი ალბათობით სტაბილურობის შენარჩუნების შემთხვევაში სეზონის ბოლოს ეს ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება, პაოკ-ს კონკურენტები გამოუჩნდება.
„პანსერაიკოსის’’ მეკარეების მწვრთნელი არის კარაბეციოსი CrystalSport-ს ლუკა გუგეშაშვილის წარმატებულ სეზონზე ესაუბრა. შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნული ინტერვიუ:
მჯერა, ლუკა ნაკრების პირველი მეკარე გახდება | გუგეშაშვილის მწვრთნელი