ოკაფორის ტრანსფერი ჩაიშალა - შვეიცარიელმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა
„მილანის“ თავდამსხმელის, ნოა ოკაფორის „ლაიფციგში“ ტრანსფერი ჩაიშალა. როგორც Sky Germany იუწყება, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა.
წყაროს ინფორმაციით, სამედიცინო ტესტებმა აჩვენა, რომ შვეიცარიელი ფეხბურთელი თამაშისთვის ჯერ მზად არ არის.
ოკაფორი ვერ შეძლებს გუნდს დაუყოვნებლივ დაეხმაროს, იმის მიუხედავადაც კი, რომ ცოტა ხნის წინ „მილანთან“ ერთად ვარჯიშობდა.
როგორც გერმანული ტელეარხი იუწყება, ამ დროისთვის ტრანსფერი გაუქმებულია.
24 წლის ოკაფორი „მილანს“ 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა, სადაც ის „ზალცბურგიდან“ გადავიდა. მიმდინარე სეზონზე, ნოამ 1 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა. ბოლო 5 მატჩი მან ტრავმის გამო გამოტოვა.
ამ დროისთვის Transfermarkt-ზე ოკაფორის ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს.