სუბიმენდი სეზონის ბოლოს „არსენალში“ გადავა | რომანო
„არსენალი“ მარტინ სუბიმენდის ყიდვას აპირებს. როგორც გავლენიანი ჟურნალისტი და ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო წერს, „სოსიედადის“ ნახევარმცველი „მეთოფეებს“ სეზონის ბოლოს შეუერთდება.
Daily Mail-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზე და შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია.
წყაროს ცნობით, „არსენალი“ 25 წლის ესპანელის სანაცვლოდ, 60 მილიონ ევროს გადაიხდის. „მეთოფეებს“ სურს, რომ სუბიმენდი თავის შემადგენლობაში უკვე იხილოს, თუმცა „სოსიედადს“ სურს, რომ ის სეზონის ბოლომდე დაიტოვოს.
მიმდინარე სეზონზე, მარტინმა 18 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 ასისტი მიითვალა.