გაბრიელ ჟეზუში
Aa
Aa

ტრავმის გამო, ჟეზუშმა შესაძლოა სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშოს

გაბრიელ ჟეზუშმა „მანჩესტერ იუნაიტედან“ მატჩის დროს მიღებული ტრავმის გამო, შესაძლოა სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშოს. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

„არსენალის“ თავდამსხმელი ტკივილის გამო მოედნიდან გაიყვანეს და სავარაუდოდ, მან მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.

27 წლის ბრაზილიელს დამატებითი კვლევები დღეს ჩაუტარდება, რის შემდეგაც ტრავმის ხარისხი დადგინდება და მისი მოედანზე არყოფნის ზუსტი დრო დაზუსტდება.

როგორც წესი, მსგავსი ტრავმის მოშუშებას, დაახლოებით, 9-10 თვე სჭირდება. ჟეზუში „მეთოფეებს“ 2022 წლის ივლისში შეუერთდა. მანამდე ის „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთი ფეხბურთელის დაკარგვა იმედგამაცრუებელია“ | პოლიტანო და ლუკაკუ კვარაზე
„ასეთი ფეხბურთელის დაკარგვა იმედგამაცრუებელია“ | პოლიტანო და ლუკაკუ კვარაზე