ჰოლანდი: რატომ უნდა შეცვალოს რამე გუნდმა, რომელიც ზედიზედ 4-ჯერ გახდა ჩემპიონი
„მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავი, ერლინგ ჰოლანდი არ ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ „ქალაქელებს“ მოუწევთ ტაქტიკის შეცვლა, თუ სურთ ამ სეზონზე ტიტული მოიგონ.
24 წლის თავდამსხმელის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„რატომ უნდა შეცვალოს რამე გუნდმა, რომელიც ზედიზედ 4-ჯერ გახდა ჩემპიონი? თქვენ ხედავთ, „სიტის“ ზოგიერთ ძველ ვიდეორგოლებს, სადაც საუბარია წვრილმანებზე და იმაზე, როგორ შეიძლება მათი წყალობით პრემიერ ლიგის მოგება. ფეხბურთში ყველაფერი წვრილმანებზეა დამოკიდებული და უნდა აქციო ის პოზიტივად საკუთარ გზაზე. უნდა იპოვი საკუთარი ფორმა, მაგრამ შეხედეთ მოთამაშეებს, ისინი ისევ ისეთები არიან. უნდა გააკეთო დიდი, ღრმა ჩასუნთქვა და შეეცადო, რაც შეიძლება ხშირად გაიღიმო“, - თქვა ჰოლანდმა.
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელი „სიტიში“ 2022 წელს გადავიდა. მანამდე ის „დორტმუნდში“ თამაშობდა. „ქალაქელებთან“ მას კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
გასულ სეზონში 25 წლის თავდამსხმელმა ინგლისის ჩემპიონატში 27 გოლი გაიტანა, უახლოეს მდევარს კოულ პალმერს 5 ბურთით აჯობა, საუკეთესო ბომბარდირი გახდა და „სიტის“ ზედიზედ მეოთხედ გაჩემპიონებაში დაეხმარა. წარმატებული იყო მისთვის სანაკრებო მატჩებიც, სადაც ტრადიციულად საოცარი შედეგიანობით გამოირჩეოდა და 39 შეხვედრაში გატანილი 38 გოლით უკვე ნორვეგიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.