სანდრო მამუკელაშვილი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

„ყველაფერი ძალიან მომეწონა“ | ვემბანიამას ფავორიტი ქართული კერძი ხინკალია

„სან ანტონიო სპურსის“ Youtube-ის არხზე ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც სანდრო მამუკელაშვილი და ვიქტორ ვემბანიამა NBA 2K25-ს თამაშობენ. პარალელურად, „სან ანტონიოს“ კალათბურთელებმა შეკითხვებს უპასუხეს და როგორც აღმოჩნდა, „ვემბის“ ქართული სამზარეულოდან ყველაზე მეტად ხინკალი მოეწონა.

„მე და ვემბიმ ქართულ რესტორანში კარგი დრო გავატარეთ. საქართველოს კულტურასა და ბუნებაზე ვესაუბრე და ქართული კერძები დავაგემოვნეთ. ძალიან კარგი იყო და მგონი, ვიქტორსაც მოეწონა“, - აღნიშნა „მამუმ“ და ვემბანიამას ჰკითხა, მოეწონა თუ არა ქართული სამზარეულო.

„კი, ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით დამფლინგი, რომელსაც შიგნით წვენი ჰქონდა“, - უპასუხა „ვემბიმ“, რის შემდეგაც სანდრომ განმარტა, რომ მის თანაგუნდელს აქცენტი ხინკალზე ჰქონდა.

ცნობისთვის, ვემბანიამას ქართული კერძები ძალიან მოსწონს. რამდენიმე კვირის წინ, როცა „სან ანტონიო“ ნიუ-იორკში იმყოფებოდა, ის და მამუკელაშვილი ქართულ რესტორანს ესტუმრნენ და ვიქტორის თქმით, ყველა კერძი ძალიან მოეწონა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ფურცელზე ფავორიტი უმარია, მაგრამ...“ | უიტეკერი მერაბს ქომაგობს
„ფურცელზე ფავორიტი უმარია, მაგრამ...“ | უიტეკერი მერაბს ქომაგობს