თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელია ბრუნდება | თოკო ჟალგირისთან ითამაშებს

„ვირტუს ბოლონიას“ ქართველი კალათბურთელი, თორნიკე შენგელია პარკეტს უბრუნდება. 33 წლის მძიმე ფორვარდს მუხლის პრობლემები ჰქონდა და 10 თამაში გამოტოვა, თუმცა ევროლიგის ეგიდით გასამართ მომდევნო შეხვედრაში, საკუთარ გუნდს დაეხმარება.

Corriere di Bologna-ს ინფორმაციით, შენგელიამ სარეაბილიტაციო პერიოდი გაიარა და „ჟალგირისთან“ ითამაშებს. თოკო გუნდს ლიეტუვაში გაჰყვა და 15 იანვარს, თბილისის დროით, 22:00-ზე ჩანიშნულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ „ვირტუს ბოლონიას“ არც თუ ისე კარგი სეზონი აქვს. იტალიურმა კლუბმა ევროლიგის ეგიდით გამართული 20 შეხვედრიდან მხოლოდ 6 მოიგო და სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციას იკავებს. „ჟალგირისს“ რაც შეეხება, კაუნასელები მე-12 ადგილზე არიან.

ცნობისთვის, ევროლიგის მიმდინარე სეზონში, შენგელია პარკეტზე სასუალოდ 29 წუთს ატარებს და მისი მონაგარი 15.5 ქულა, 5.5 მოხსნა, 2.3 შედეგიანი გადაცემა, 0.6 ჩაჭრა და 0.4 დაფარებაა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რამდენს იხდის პარი სენ-ჟერმენი კვარას სანაცვლოდ | ცნობილი ჟურნალისტების ბოლო ინფორმაცია
რამდენს იხდის პარი სენ-ჟერმენი კვარას სანაცვლოდ | ცნობილი ჟურნალისტების ბოლო ინფორმაცია