მოიესი: იმედი მაქვს, დავბრუნდები ცოდნით და გამოცდილებით
დევიდ მოიესმა „ევერტონში“ დაბრუნების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა. შოტლანდიელმა სპეციალისტმა „კანფეტები“ მას შემდეგ ჩაიბარა, რაც შონ დაიჩი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.
მოიესმა კლუბში მიწვევას არაჩვეულებრივი უწოდა.
„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ შეიძლება გამიმართლოს და დაბრუნების შესაძლებლობას მივიღებ. აქ არაჩვეულებრივი 11 წელი გავატარე. შეიძლება მე საერთოდ სხვანაირ „ევერტონში“ დავბრუნდები. კარგი იქნებოდა, ის ძველ მდგომარეობაში დავაბრუნოთ.
იმედი მაქვს, ამას შევძლებ, მაგრამ ერთი რამ ვიცი, არის ის, რომ მე დავბრუნდი კლუბში, რომელიც ძალიან მიყვარს და მინდა, ის წარმატებული იყოს. იმედი მაქვს, დავბრუნდები ცოდნით და გამოცდილებით, რომელსაც გადავცემ მოთამაშებს და ყველას, ვინც კლუბში მუშაობს“, - თქვა მოიესმა.
მოიესი „გუდისონ პარკის“ პუბლიკის საყვარელი მწვრთნელია. ის „ევერტონს“ 2002-2013 წლებში ამზადებდა და მისი ხელმძღვანელობით ყველა ტურნირზე ჩატარებული 518 მატჩიდან მერსისაიდელებმა 221 მოიგეს, 134 ფრედ დაასრულეს და 163-ჯერ დამარცხდნენ.
განსაკუთრებით წარმატებული შოტლანდიელი სპეციალისტისთვის 2008-2009 წლების სეზონი გახლდათ, როდესაც „კანფეტები“ ასოციაციის თასის ფინალში გაიყვანა და „ჩელსისთან“ დამარცხდა.