ხვიჩა კვარაცხელია, ენრიკო ფედელე
Aa
Aa

ფედელე: ნაპოლი კვარას ისე ექცევა, როგორც მონას

იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა ენრიკე ფედელემ, რომელიც „ნაპოლის“ შესახებ ხშირად საუბრობს, „რადიო მერტეს“ ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის თაობაზე პირადი მოსაზრება დააფიქსირა და ქართველი ფეხბურთელი დაიცვა.

„რას ვფიქრობ კვარას საქმეზე? ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ ბიჭის დემონიზებას ვახდენთ, მაგრამ ეს ობიექტური ქცევა არ არის. ხვიჩა კლუბის ყველაზე დაუფასებელი მოთამაშეა. მოდი ასე ვიტყვი: კლუბმა ისეთ მოთამაშეებს გადაუხადა მეტი, რომლებსაც გუნდში დიდი როლი არ ჰქონიათ. 1.3 მილიონი კვარას, რომელზე მეტს გოლინიც კი გამოიმუშავებდა. ნაპოლის კვარაცხელიას მიმართ პატივისცემა არ გამოუხატავს. თუნდაც ასი ევროთი მეტიც კი იქნებოდა გაცილებით მნიშვნელოვანი ჟესტი, ვიდრე ეს ყველაფერი რაც ბოლო თვეებია ხდება.

ხელფასის დროულად არ გაზრდით და დაუსრულებელი საუბრებით, თქვენ შექმენით იმედგაცრუება და ფისკომფორტი. კონტრაქტის ფაქტობრივად არ განახლებით, კლუბმა ხვიჩას უთხრა: „შენ ჩემი მონა ხარ...“

ეს ასპექტი გასათვალისწინებელია - ფიფას მე-17 მუხლის თანახმად, მას შეუძლია ზაფხულში ტრანსფერი მოითხოვოს, თუ ის იტალიის მიღმა წასვლას გეგმავს. კანონით ამის უფლება აქვს. ის, რომ მართლა უმადური იყოს, მაშინ პსჟ-სთან შეთანხმებას მიაღწევდა და კონტრაქტს ცალმხრივად გაწყვეტდა. ბიჭი ასე არ იქცევა, ამიტომ მასზე თავდასხმა არ არის კარგი ქმედება“.

- განაცხადა ფედელემ.

ალბათ გაინტერესებთ რას ნიშნავს ფიფას მე-17 მუხლი. აქვე გთავაზობთ ამ წესის განმარტებას:

მე-17 მუხლი არის FIFA-ს რეგლამენტის წესი, რომელიც ნებადართულია 28 წლამდე ასაკის ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც კონტრაქტის გაფორმებიდან 3 წლის შემდეგ გუნდის შეცვლის უფლება აქვთ. ფეხბურთელს, რომელსაც სურს ამ წესის გამოყენება, მას სამი ვალდებულება აქვს:

პირველი: აცნობოს კლუბს თავისი განზრახვა, რომ გუნდის დატოვება სურს და ეს უნდა გააკეთოს ბოლოს ჩატარებული მატჩიდან უახლოეს 15 დღეში.

მეორე: მას ეკრძალება იმავე ჩემპიონატში მოთამაშე გუნდში გადასვლა მომდევნო 12 თვის განმავლობაში.

მესამე: ის კომპენსაციას გადაუხდის მის ამჟამინდელ კლუბს, რამდენიმე ობიექტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით, მაგალითად, როგორიცაა ხელფასი და ხელშეკრულების ვადის გასვლამდე დარჩენილი დრო (იგულისხმება მაქსიმუმ 5 წელი).

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„თურქული კლუბები ჯანდაბაში გავუშვით“ | ლიონის მფლობელის საინტერესო განცხადება
„თურქული კლუბები ჯანდაბაში გავუშვით“ | ლიონის მფლობელის საინტერესო განცხადება