გიორგი მიქაუტაძე, ჯონ ტექსტორი
Aa
Aa

„თურქული კლუბები ჯანდაბაში გავუშვით“ | ლიონის მფლობელის საინტერესო განცხადება

„ლიონის“ მფლობელმა, ჯონ ტექსტორმა საინტერესო განცხადება გააკეთა. გიორგი მიქაუტაძის გუნდის ხელმძღვანელი RMC-ის სტუმარი იყო და ისაუბრა ინტერესზე, რომელიც თურქულ კლუბს მისი ფეხბურთელის მისამართით ჰქონდა.

როგორც მოგეხსენებათ, მიქაუტაძეს დიდი ხნის განმავლობაში „გალათასარაის“ უკავშირებდნენ. ტექსტორს კლუბის სახელი და მისი ინტერესის ობიექტი არ გაუსაჯაროებია, მაგრამ თურქული და ფრანგული გამოცემები ვარაუდობენ, რომ საუბარი სწორედ „გალასა“ და მიქაუტაძეს ეხება.

„ყველგან ვკითხულობდი, რომ ლიონის მთელი გუნდი იყიდება. თურქული კლუბები გამოჩნდნენ და შესანიშნავი ფეხბურთელების სანაცვლოდ მწირ თანხას მთავაზობდნენ. მათ ჰგონიათ, რომ სასოწარკვეთილები ვართ და ვუთხარით: „ჯანდაბაშიც წასულხართ“.

ცნობისთვის, თურქულ პრესაში დაიწერა, რომ „გალათასარაიმ“ და „ლიონმა“ შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ მიქაუტაძის მიერ მოთხოვნილმა ხელფასმა, რომელიც 5 მილიონი ევროს ოდენობის იყო, ტრანსფერი გაართულა./

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რამდენს იხდის პარი სენ-ჟერმენი კვარას სანაცვლოდ | ცნობილი ჟურნალისტების ბოლო ინფორმაცია
რამდენს იხდის პარი სენ-ჟერმენი კვარას სანაცვლოდ | ცნობილი ჟურნალისტების ბოლო ინფორმაცია