არაუხო იუვეში მიდის? | ლევანდოვსკიმ ურუგვაელის გადარწმუნება სცადა
„ბარსელონას“ ვიცე-კაპიტანმა, რონალდ არაუხომ კატალონიური კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. გამოცემა Mundo Deportivo-ს ცნობით, სუპერთასის ფინალში გამარჯვების შემდეგ ურუგვაელმა თანაგუნდელებს უთხრა, რომ კლუბის შეცვლა და ახალი გამოწვევის მიღება სურს.
მანამდე „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ განაცხადა, რომ კლუბი არაუხოს და რანდალ კოლო მუანის დამატებას ცდილობს.
ასევე აღსანიშნავია, რომ „ბლაუგრანას“ ცენტრალურმა მცველმა, ინიგო მარტინესმა ტრავმა მიიღო, რომლის გამოც 5 კვირა იუქმებს, თუმცა მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, არაუხოს გუნდის დატოვება მაინც სურს.
ესპანურ მედიაში გავრცელდა სუპერთასის ფინალის შემდეგ გამართული დაჯილდოების ცერემონიის დროს გადაღებული კადრები, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობს „ბარსას“ პოლონელი ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი არაუხოს გადარწმუნებას.
„რონალდ, უნდა დარჩე! მერე კი, ზაფხულში, თუ წასვლას მოინდომებ, წახვალ, ახლა კი ითამაშებ“, - უთხრა ლევანდოვსკიმ ურუგვაელს.
"Ronald... Te tienes que quedar"
— El Día Después en Movistar Plus+ (@ElDiaDespues) January 13, 2025
Lewandowski y Araujo. ????#ElDíaDespués pic.twitter.com/lgIaj28QSY
ცნობისთვის, 25 წლის არაუხოს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილი ურუგვაელს ტრავმის გამო გაუცდა, ამ პერიოდის განმავლობაში კი დაცვის ცენტრში ადგილი პაუ კუბარსის და ინიგო მარტინესის წყვილმა დაიმკვიდრა.