მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი“ | მერაბის შორტი უმართან

UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი ტიტულს პირველად მომდევნო უქმეებზე დაიცავს. კვირას დილით, UFC 311-ის ფარგლებში, „მანქანა“ უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება, რომელიც დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსს ატარებს.

ახლახან, სოციალურ ქსელებში გავრცელდა შორტის სპეციალური დიზაინი, რომლითაც დვალიშვილს რუსი მეტოქის წინააღმდეგ ვიხილავთ. მერაბის შორტი საქართველოს დროშის ფერებშია გადაწყვეტილი, მის უკანა მხარეს კი ასეთ წარწერას ვხედავთ: „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი“.

გეტყვით იმასაც, რომ რამდენიმე საათის წინ, დვალიშვილმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა: „11 წლის წინ, წავაგე სადებიუტო ბრძოლა პროფესიონალებს შორის, მაგრამ მიზნისკენ სწრაფვა არ შემიწყვეტია. ახლა კი წინ უფრო დიდი მიზნები მაქვს. მთავარია შრომა და ყველაფერი გამოვა“.

ცნობისთვის, დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის დაპირისპირება UFC 311-ის თანამთავარი მოვლენაა. ბუკმეკერები ფავორიტად უმარს ასახელებენ და თვლიან, რომ მერაბს საჩემპიონო ქამრის შენარჩუნება გაუჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჯუღელის და კამპუშის შეხვედრა ჩაინიშნა - ხვიჩას ტრანსფერი მალე დაიხურება
ჯუღელის და კამპუშის შეხვედრა ჩაინიშნა - ხვიჩას ტრანსფერი მალე დაიხურება