კრის პოლი, სანდრო მამუკელაშვილი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

მამუკელაშვილის 4 ქულა 2 წუთში | სან ანტონიომ ლეიკერსი გაანადგურა

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ 3-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ შანსი არ დაუტოვა და სტუმრად გამართულ შეხვედრაში, 126:102 იმარჯვა.

მამუკელაშვილი პარკეტზე მაშინ შევიდა, როცა გამარჯვებულის ბედი გადაწყვეტილი იყო და „სპურსი“ 19 ქულით იგებდა. სანდრომ 2 წუთი ითამაშა და მცირე დროის მიუხედავად, 4 ქულისა და 1 მოხსნის მოგროვება მოასწრო. მამუკელაშვილმა 2-დან 2 საჯარიმო და 1 ორქულიანი ჩააგდო.

„სან ანტონიოს“ რიგებში დევინ ვესელმა, სტეფონ კასლმა და ვიქტორ ვემბანიამამ 23-23 ქულა ჩააგდეს. ჰარისონ ბარნსს 17 ქულა ჰქონდა, კრის პოლს - 13 ქულა, 10 ასისტი. „ლეიკერსის“ მხრიდან საუკეთესო ენტონი დევისი იყო - 30 ქულა, 13 მოხსნა. ლებრონ ჯეიმსმა მატჩი 18 ქულით დაასრულა.

ცნობისთვის, „სან ანტონიოს“ 19 მოგება და ამდენივე წაგება აქვს. „სპურსი“ დასავლეთ კონფერენციის მე-10 ადგილს იკავებს და მომდევნო შეხვედრა 16 იანვარს, „მემფისს გრიზლისთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჯუღელის და კამპუშის შეხვედრა ჩაინიშნა - ხვიჩას ტრანსფერი მალე დაიხურება
ჯუღელის და კამპუშის შეხვედრა ჩაინიშნა - ხვიჩას ტრანსფერი მალე დაიხურება