პროცესები დაჩქარდა! - ხვიჩა პსჟ-ში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია
ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი, ნიკოლო შირა ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
შირა წერს, რომ პსჟ-სა და „ნაპოლის“ წარმომადგენლებმა გარიგებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. მისივე ინფორმაციით, პარიზულ კლუბს ქართველი შემტევის ტრანსფერი 75 მილიონი ევრო დაუჯდება. „ნაპოლის“ დირექტორი, ჯოვანი მანა პსჟ-ს წარმომადგენლებს ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში შეხვდა, სადაც ტრანსფერთან დაკავშირებული დეტალები გაიარეს.
რაც შეეხება კვარაცხელიას კონტრაქტის პირობებს, ხვიჩა 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით, ანაზღაურების სახით კი წელიწადში 9 მილიონ ევროს მიიღებს, რომელსაც კიდევ 2 მილიონი ევროს ბონუსები დაემტება.
მხარეები გარიგებასთან ერთ ნაბიჯში არიან და დიდი ალბათობით, ტრანსფერი მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიხურება.