ილია თოფურია, ალექსანდრე თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ალექს, ბოდიში, მაგრამ იგივე მოხდება“ - ალექსანდრე თოფურია ილია-ვოლკანოვსკის რემატჩზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ილია თოფურიას ძმამ და UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზინის მებრძოლმა, ალექსანდრე თოფურიამ Fox Sport Australia-სთან ინტერვიუს დროს „მატადორისა“ და ალექსანდრ ვოლკანოვსკის შესახებ ისაუბრა. ალექსანდრე თოფურიამ ავსტრალიელი მებრძოლის პიროვნულ თვისებებს გაუსვა ხაზი და მის ძმასთან რემატჩის ალბათობასაც შეეხო.

რას ამბობს თოფურია:

„ალექსანდრ ვოლკანოვსკი ძალიან მომწონს - არა მხოლოდ სპორტსმენი, არამედ როგორც ადამიანი. ამიტომ არ მინდა მისი და ილიას ბრძოლის კიდევ ერთხელ ხილვა. სტილისტურად ამ ბრძოლას კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით ვნახავდი, მაგრამ როგორც ადამიანს და მამაკაცს აღარ მინდა. ეს ბრძოლა ერთხელ უკვე შედგა და ის ნოკაუტით დამარცხდა, ასე რომ საკმარისია. ბოდიში ალექს, მაგრამ იგივე შედეგი იქნება. ვხედავ, რომ ეს კიდევ ერთხელ განმეორდება. ხუთი რაუნდის განმავლობაში, ილიასთან ერთად ყოფნა საერთოდ სხვა რამეა“.

„როგორი რეაქცია მქონდა, როდესაც ვოლკანოვსკის მოუგო? თავდაპირველად არ მჯეროდა. იმ დროს არ მჯეროდა, რომ ეს საბოლოოდ მოხდა. მაგრამ შემდეგ, როდესაც ყველაფერი დამშვიდდა, თითქოს ახალი არაფერი ყოფილა. თავს ნამდვილად ამაყად ვგრძნობ, მაგრამ არაფერი გამკვირვებია. ჩხუბის შემდეგ, სასტუმროში ჩემს ერთ-ერთ ახლო მეგობართან ერთად დავბრუნდი და მკითხა, რას ვგრძნობდი, მე კი ვუპასუხე - „ეს ნორმალური მომენტია, რადგან ვიცოდი, რომ ეს მომენტი უნდა დამდგარიყო“. დიახ, ეს ნამდვილად ვიცოდი. მე არ ვარ წინასწარმეტყველი და მომავალს ვერ ვხედავ, მაგრამ ილია იმდენჯერ გვყავდა წარმოდგენილი ამ ქამრით, რომ ეს მომენტი ნაცნობად იქცა“.

ცნობისთვის, ალექსანდრე თოფურია UFC-ში სადებიუტო ბრძოლას 9 თებერვალს, სიდნეიში UFC 312-ზე გამართავს, მისი მეტოქე კი ავსტრალიელი კოდი ჰადონი იქნება. ამ ინტერვიუს დროს ალექსანდრემ თავისი მეტოქეც შეაფასა:

„კარგი, ახალგაზრდა ბიჭია, რომელსაც კარგი მომავალი აქვს. მისი ორი ბრძოლა ვნახე - ერთი კონტენდერების სერიაზე და მეორე UFC-ში. ამ ბიჭზე რაიმე ცუდის თქმა არ შემიძლია, პირიქით, ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მეტოქე მყავს“.

ალექსანდრე თოფურია 28 წლისაა და ხუთიდან ხუთივე ბრძოლაში ფინიშით იმარჯვა, მისი ერთადერთი მარცხი კი 2015 წელს, ივო ივანოვთან იყო და ტექნიკური ნოკაუტით წააგო. რაც შეეხება ჰადონს, მას კარიერაში 9 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 8 გამარჯვებაა. ჰადონი UFC-ის ოქტაგონზე უკვე გასულა და ოქტომბერში დენ არგეტა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბი ცდილობს, რომ ყალბი დაძაბული ატმოსფერო შექმნას“ - ბელალ მუჰამედი
„მერაბი ცდილობს, რომ ყალბი დაძაბული ატმოსფერო შექმნას“ - ბელალ მუჰამედი