„მერაბი ცდილობს, რომ ყალბი დაძაბული ატმოსფერო შექმნას“ - ბელალ მუჰამედი
UFC-ის ქვესაშუალო წონის ჩემპიონმა, ბელალ მუჰამედმა Submission Radio-სთან ინტერვიუში მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა.
რას ამბობს მუჰამედი:
„უმარი ძალიან კარგ ფორმაშია და ტრავმებიც არ შეუშლის ხელს. ვარჯიშზე ვერაფერი დავინახე, რაც მის შეჩერებას შეძლებდა. სპარინგის დროს უმარი შესანიშნავად გამოიყურებოდა. ის სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში ამჟამად საუკეთესო მებრძოლია. სტილისტურად, მისთვის მერაბთან ბრძოლა საკმაოდ მოსახერხებელია. როგორც ჩანს, ამის გამო არ სურდა მერაბს მის წინააღმდეგ ბრძოლა“.
„დვალიშვილი ცდილობს, რომ საკუთარი თავის მიმართ ინტერესი აამაღლოს - ვიდეოებს იღებს და ამბობს, რომ უმარს გაკვეთილი უნდა ჩაუტაროს. მისთვის ომალისთან დაპირისპირება მარტივი იყო, თუმცა, უმარი მის რეპლიკებს არ პასუხობს. მერაბმა არ უნდა იფიქროს იმაზე, რომ თითქოს უმარი მას პატივს არ სცემს. როდესაც ჩემპიონი ხარ, ბუნებრივია, რომ ყველას შენთან ბრძოლა ენდომება. მერაბი ცდილობს, რომ ყალბი ატმოსფერო და დაძაბულობა შექმნას, იმის მაგივრად, რომ თავის ჩხუბზე მოახდინოს კონცენტრირება. უმარი სწორედ ამას აკეთებს. ახლა სხვა რამის დრო არ არის, საკუთარ ამოცანაზეა კონცენტრირებული“.
მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ბრძოლა რამდენიმე დღეში, 19 იანვარს UFC 311-ზე გაიმართება.