არსენალის დამარცხების შემდეგ, ჰავერცის ცოლს მუქარის წერილები გაუგზავნეს
კაი ჰავერცის ორსულ ცოლს მუქარის წერილები გაუგზავნეს. ამის შესახებ BBC Sports-ი წერს.
გუშინ „არსენალი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდა და ინგლისის თასიდან გავარდა. 25 წლის გერმანელმა შემტევმა ნახევარმცველმა ჯერ ძირითადად დროში თამაშის მოგების შანსი დაკარგა, პენალტების სერიაში კი მისი დარტყმული ბურთი ალთაი ბაინდირმა მოიგერია.
მატჩის შემდეგ, ცოლმა, სოფია ჰაერცმა Instagram-ზე მიღებული მუქარის წერილების „სქრინები“ გაავრცელა.
„მოვალ შენს სახლში და მოვკლავ შენს შვილს, არ ვხუმრობ“ - ასეთი იყო ერთ-ერთი მუქარის წერილი, რაზეც გერმანელი ფეხბურთელის ცოლმა დაწერა: „ის, რომ ვიღაც მსგავსი წერილების გაგზავნას ნორმალურად მიიჩნევს, შოკში მაგდებს. იმედი მაქვს, გრცხვენიათ. არც კი ვიცი, რა ვთქვა, მაგრამ გთხოვთ, უფრო თავაზიანები. ჩვენ ამაზე მაღლა ვდგავართ“.
გავრცელებული ინფორმაციით, „არსენალმა“ კომპანია Signify-ს მიმართა, იმ მომხმარებლების ვინაობის დასადგენად, ვინც ეს მუქარის წერილები გააგზავნეს.