მანა კვარას ტრანსფერთან დაკავშირებით საფრანგეთში ჩავიდა
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება.
იტალიური მედიის ინფორმაციით, „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი, ჯოვანი მანა ნიცაში ჩავიდა, სადაც ის პსჟ-ს ხელმძღვანელობას შეხვდება.
როგორც Le Parisien-ი წერს, ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის ღირებულება 65-დან 75 მილიონ ევროს შეადგენს.
მანამდე Il Mattino-მ დაწერა, რომ ქართველი ფეხბურთელის ფასი 90 მილიონი ევროა და „ნაპოლიმ“ გარიგებაში მილან შკრინიარისა და რანდალ კოლო მუანის ჩართვაზე უარი განაცხადა.
„პარტენოპეის“ ხვიჩას შემცვლელად ედონ ჟეგროვა ჰყავს შერჩეული, მაგრამ „ლილს“ არ სურს, ერთ-ერთი ლიდერი ზამთარში დაკარგოს.
შეგახსენებთ, რომ Transfermarkt-ზე კვარაცხელიას ფასი 85 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში, ხვიჩამ სერია A-ში 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.