ნოვაკ ჯოკოვიჩი, როჯერ ფედერერი
Aa
Aa

ფედერერს დაეწია - ჯოკოვიჩის ახალი რეკორდი

რამდენიმე წლის წინ ჩოგბურთის მოყვარულები საოცარი ტრიოს, როჯერ ფედერერის, რაფაელ ნადალისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის ფენომენალური ასპარეზობით ტკბებოდნენ, თუმცა ახლა თამაშს მხოლოდ სერბი განაგრძობს, შვეიცარიელმა და ესპანელმა ლეგენდებმა კი კარიერა დაასრულეს. ყოველივე ამის ფონზე, ნოლეს ყოველი მომდევნო მატჩი რაღაც სარეკორდო მიღწევის მომტანია და ბუნებრივია ის ძირითადად რაფასა და როჯერის რეკორდებს აუმჯობესებს.

ჯოკოვიჩმა დღეს ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველი შეხვედრა ამერიკელ ნისემ ბასავარედისთან ჩაატარა, რომელიც მის კარიერაში დიდი სლემის შეჯიბრებებზე რიგით 429-ე გამოდგა და როჯერ ფედერერს გაუთანაბრდა. სერბის ანგარიშზე 379 მოგება და 51 წაგებაა, ხოლო შვეიცარიელმა 369-ჯერ გაიმარჯვა და 60 შემთხვევაში დამარცხდა. ნოლესთან დაკავშირებით, საინტერესო კომენტარი გააკეთა ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა ანდრე აგასიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ ფედერერი-ნადალის დუეტის წასვლის შემდეგ ჯოკოვიჩს მოტივაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა და ძველებურად წარმატებულად სწორედ ამ მიზეზის გამო აღარაა.

შეგახსენებთ, რომ კარიერის მანძილზე დიდი სლემის ტურნირების რეკორდსმენ ჯოკოვიჩს 10-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა, 3-ჯერ როლან გაროსი, 7-ჯერ უიმბლდონი და 4-ჯერ ამერიკის ღია პირველობა აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რას გვიმალავთ - კირიოსის სკანდალური სტატუსი
რას გვიმალავთ - კირიოსის სკანდალური სტატუსი