ბრუნო ფერნანდეში
Aa
Aa

ბრუნო ფერნანდეში ამორიმმა გამოაცოცხლა - პორტუგალიელმა ბექჰემს გაუსწრო

ინგლისის ასოციაციის თასის III რაუნდის მატჩი „არსენალი“ – „მანჩესტერი“, რომლის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში „მანკუნიანელებმა“ 5:4 მოიგეს, ბრუნო ფერნანდეშისთვის ბევრი მოვლენით დატვირთული აღმოჩნდა. 30 წლის პორტუგალიელმა ნახევარმცველმა 52-ე წუთზე ალეხანდრო გარნაჩოს გადაცემით ანგარიში გახსნა, ხოლო 11-მეტრიანების სერიაში ნიშნულთან პირველი მივიდა და პენალტი დამაჯერებლად შეასრულა.

„მეთოფეების“ კარში გატანილი ბურთი ბრუნუს „მანჩესტერულ“ კარიერაში რიგით 86-ე აღმოჩნდა, რის შემდეგაც დევიდ ბექჰემს (85) გადაუსწრო და კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში 21-ე ადგილზე გადავიდა. უახლოეს პერიოდში პორტუგალიელი სავარაუდოდ ანტონი მარსიალსაც (90) გადაუსწრებს, ხოლო „იუნაიტედის“ ყველა დროის საუკეთესო მეგოლე როგორც უკვე ყველას კარგად მოეხსენება, უეინ რუნია (253).

გოლებთან და პოზიტივთან ერთად, ბრუნო ფერნანდეშს უარყოფითი მხარეებიც ბევრი აქვს, რომელთა შორისაც ყველაზე უფრო ხშირად უდისციპლინობის გამო საყვედურობენ. საყვედურები რომ სრულიად სამართლიანია, ამაზე სტატისტიკური მაჩვენებლებიც მეტყველებს. ფერნანდეში „მანიუს“ 2020 წლის თებერვლიდან შეუერთდა და არასრულ 5 წელიწადში 50 ბარათი (47 ყვითელი, 2 წითელი) მიიღო, რაც ინგლისის პრემიერ ლიგაში ყველა დროის ანტირეკორდია.

წლევანდელი სეზონის დასაწყისი ბრუნუსთვის მაინცდამაინც კარგად ვერ დაიწყო, მაგრამ მთავარ მწვრთნელად მისი თანამემამულის დანიშვნის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. რუბენ ამორიმის ხელმძღვანელობით გამართულ 10 მატჩში, გამოცდილმა ნახევარმცველმა თავი 3 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ასოციაციის თასის IV რაუნდში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეტოქე „ლესტერი“ იქნება. მომდევნო შეხვედრას კი „წითელი ეშმაკები“ პრემიერ ლიგის XXI ტურში, „ოლდ ტრაფორდზე“ „საუთჰემპტონთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დროს ჩამორჩენილი გენიოსი - მოურინიომ თანამედროვეობას ფეხი ვერ აუწყო
დროს ჩამორჩენილი გენიოსი - მოურინიომ თანამედროვეობას ფეხი ვერ აუწყო