ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ გუნდს იანვარში დატოვებდა“ - ნაპოლის ყოფილი შემტევი კვარაზე

„ნაპოლის“ ყოფილმა შემტევმა, რუბენს პასინომ იტალიური მედიის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში მოსალოდნელ ტრანსფერზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.

რა თქვა პასინომ:

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ კვარაცხელია იანვარში დაგვემშვიდობებოდა. მეგონა, ქართველი კონტრაქტს განაახლებდა და სეზონის მეორე ნაწილის ერთ-ერთი მთავარი გმირი იქნებოდა. ეს „ნაპოლის“ ყველა გულშემატკივრისთვის შოკია. უბრალოდ, მის გადაწყვეტილებას ვერაფრით ვხსნი... „ნაპოლისთან“ პირველ ადგილზე იყო და ჩემპიონობისთვის იბრძოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ხელშეკრულების განახლება მაინც არ ისურვა. ახლა გუნდს უფრო მეტად დავუჭერ მხარს, მაგრამ ხელმძღვანელების ადგილზე, იანვარში დიდ ფულს არ დავხარჯავდი. ვფიქრობ, „ნაპოლის“ მესვეურებმა იციან, რა იქნება კლუბისთვის საუკეთესო. გუნდი სულ უფრო იზრდება, ეს კი განსაკუთრებით დავიდ ნერეშს“.

„ვინ შეცვლის კვარას? გარნაჩო ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ ძვირიც ღირს, კიეზა ტექნიკური თვალსაზრისით უკეთესია, მაგრამ მისი ფიზიკური მდგომარეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამის ფონზე, ვფიქრობ, საუკეთესო ვარიანტი „ბოლონიას“ ნდოიე იქნება, რომელსაც გუნდის დონის ამაღლება შეუძლია“.

ბოლო პერიოდის განმავლობაში, აქტიურად იწერება, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-სთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და პარიზულ გუნდს დიდი ალბათობით, მიმდინარე კვირაში შეუერთდება. პსჟ „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ სავარაუდოდ, 70-80 მილიონ ევროს გადაუხდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთი ფეხბურთელის დაკარგვა იმედგამაცრუებელია“ | პოლიტანო და ლუკაკუ კვარაზე
„ასეთი ფეხბურთელის დაკარგვა იმედგამაცრუებელია“ | პოლიტანო და ლუკაკუ კვარაზე