ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ESPN: ნაპოლიმ და პსჟ-მ კვარას ტრანსფერი შესაძლოა დღეს დახურონ

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს არის.

როგორც ESPN-ი წერს, პარიზელები „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას დღეს უნდა შეხვდნენ, რათა ტრანსფერი დახურონ. მათივე ცნობით, ამ ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 60-დან 65 მილიონამდე ევროა.

მანამდე Il Mattino-მ დაწერა, რომ ქართველი ფეხურთელის ფასი 90 მილიონი ევროა და „ნაპოლიმ“ გარიგებაში მილან შკრინიარისა და რანდალ კოლო მუანის ჩართვაზე უარი განაცხადა.

„პარტენოპეის“ ხვიჩას შემცვლელად ედონ ჟეგროვა ჰყავს შერჩეული, მაგრამ „ლილს“ არ სურს, ერთ-ერთი ლიდერი ზამთარში დაკარგოს.

შეგახსენებთ, რომ Transfermarkt-ზე კვარაცხელიას ფასი 85 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში, ხვიჩამ სერია A-ში 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არა კვარათი, არამედ საკუთარი თავით ვარ იმედგაცრუებული“ - კონტემ ხვიჩაზე ისაუბრა
„არა კვარათი, არამედ საკუთარი თავით ვარ იმედგაცრუებული“ - კონტემ ხვიჩაზე ისაუბრა