ისლამ მახაჩევი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

ცარუკიანი: თუ ტიტულს მოვიგებ, მესამედაც მახაჩევთან ვიჩხუბებ

არმან ცარუკიანმა ისლამ მახაჩევთან დაგეგმილ რიგით მეორე ჩხუბზე ილაპარაკა, რამდენიმე დღეში გაიმართება.

სომეხი მებრძოლის თქმით, მას დაღესტნელ მეტოქესთან ტრილოგია სურს.

„ვისთან ვიჩხუბებ, თუ ტიტულს მოვიგებ - მახაჩევთან თუ ოლივეირასთან? ისლამთან. ეს საუკეთესო ბრძოლა იქნება, რა შეიძლება იყოს. ერთი გასროლით 2 კურდღლის მოკვლა, რევანში და სატიტულო ბრძოლა - ორი ერთში“, - თქვა არმანმა.

შეგახსენებთ, რომ მახაჩევი-ცარუკიანის ჩხუბი თბილისის დროით, 19 იანვარის დილას, UFC 311-ზე გაიმართება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.

მათი პირველი დაპირისპირება 2019 წლის აპრილში, UFC Fight Night 149-ზე გაიმართა და ის ისლამის გამარჯვებით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხაბიბ ნურმაგომედოვს აშშ-ში თვითმფრინავი დაატოვებინეს
ხაბიბ ნურმაგომედოვს აშშ-ში თვითმფრინავი დაატოვებინეს