საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

მილანს კონკურენტი გამოუჩნდა | იუვე გოგლიჩიძეს უმიზნებს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსი’’ საბა გოგლიჩიძის დამატებას მიმდინარე თვეში გეგმავს. წყაროს ცნობით, გოგლიჩიძე საინტერესო ვარიანტია იმ კუთხითაც, რომ ეს ტრანსფერი იაფი ინვესტიცია იქნება.

„ბიანკონერი’’ საბა გოგლიჩიძის დამატებას გასულ წელსაც განიხილავდა ვიდრე ქართველი მცველი „ემპოლის’’ ფეხბურთელი გახდებოდა, თუმცა მაშინ საბამ „ემპოლიში’’ გადასვლა გადაწყვიტა.

20 წლის ცენტრალურმა მცველმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა, „ემპოლის’’ სასტარტოში ადგილი დაიმკვიდრა, საუკეთესო თვისებები გამოავლინა და გამორჩეული კლუბების მხრიდან მის ტრანსფერზე ინტერესი გაჩნდა.

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, „მილანს’’ გოგლიჩიძის ტრანსფერის დახურვა ამ თვეში სურს. „მილანი'' ასევე განიხილავს საბას შეძენას და სეზონის ბოლომდე „ემპოლიში'' იჯარით დარჩენას.

ამ სეზონის დაწყებამდე Transfermarkt-ის მონაცემებით საბა გოგლიჩიძის სატრანსფერო თანხა 300 000 ევრო იყო, ახლა კი 8 მილიონი ევროა.

შეგახსენებთ, საბა ქუთაისის „ტორპედოს'' აღზრდილია, 2024 წლის ზამთრიდან „ემპოლის'' ფეხბურთელია, კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უფრო მეტჯერ გადაგვარჩინა - თანაგუნდელებმა მამარდაზე ისაუბრეს
უფრო მეტჯერ გადაგვარჩინა - თანაგუნდელებმა მამარდაზე ისაუბრეს