ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ფანები რა შუაში არიან?“ | იტალიელმა ჟურნალისტმა კვარაცხელია გააკრიტიკა

იტალიელმა ჟურნალისტმა, პაოლო დელ ჯენიომ ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა. დელ ჯენიომ „კვარა“ ფანებისადმი უპატივცემულობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი „ვერონასთან“ მატჩს უნდა დასწრებოდა.

„ბუონჯორნო და ოლივერა სტადიონზე იყვნენ, კვარა კი, რომელსაც ოფიციალურად კუნთის მცირე ტრავმა აქვს, თამაშზე არ მოსულა. არ მინდა, დაბალ დონეზე დავეცე. კვარაცხელიას, როგორც ფეხბურთელს და ადამიანს ვაფასებ, მაგრამ ამ საკითხთან მიმართებით, მისი ქცევა უპატივცემულო იყო.

ყველაფერი, რაც ხვიჩასა და კლუბს შორის ხდება, მათი საქმეა. ეს საერთოდ არ მაინტერესებს და როგორც აურელიო დე ლაურენტისი ამბობს, ყველაფერი ბინძურ ფულს უკავშირდება, მაგრამ ფანები რა შუაში არიან? გულშემატკივრები არიან ადამიანები, რომლებსაც გუნდისთვის ფული შემოაქვთ და ისინი სხვანაირ დამოკიდებულებას იმსახურებენ“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „ვერონა“ 2:0 დაამარცხა, კვარაცხელიამ კი, დიდი ალბათობით, „პარტენოპეის“ მაისურით ბოლო შეხვედრა ჩაატარა. ქართველ ფეხბურთელს „პარი სენ-ჟერმენს“ უკავშირებენ და ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის, L’Equipe-ისა და ESPN-ის ცნობით, ტრანსფერი უახლოეს 48 საათში დაიხურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთი ფეხბურთელის დაკარგვა იმედგამაცრუებელია“ | პოლიტანო და ლუკაკუ კვარაზე
„ასეთი ფეხბურთელის დაკარგვა იმედგამაცრუებელია“ | პოლიტანო და ლუკაკუ კვარაზე