„მისი წყალობით ეჭვები გამიქრა“ | კარლოს ალკარასმა თოფურიაზე ისაუბრა
მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, კარლოს ალკარასმა UFC-ის ქართველ ჩემპიონზე, ილია თოფურიაზე ისაუბრა. ესპანელი ჩოგბურთელის თქმით, „ელ მატადორის“ თავდაჯერებულობა არის ის, რამაც მას მაგალითი მისცა და კარიერის ურთულეს მომენტებში დაეხმარა.
„წელმა, რომელიც ილიას ჰქონდა და თავდაჯერებულობამ, რომელსაც რთულ მომენტებში აჩვენებდა, შთამაგონა. თითოეული ორთაბრძოლის წინ, ასეთი თავდაჯერებული თოფურიას ხილვამ შთამაგონა, საკუთარ თავთან მიმართებით, ეჭვები აღარ მქონოდა. ვიცი, ვინც ვარ და ვხვდები, რის გაკეთებაა საჭირო. თოფურიას თავდაჯერებულობის მაგალითი ძალიან დამეხმარა“.
ცნობისთვის, ალკარასს თოფურიაზე წარსულშიც უსაუბრია და აღუნიშნავს, რომ „ელ მატადორის“ საქმისადმი დამოკიდებულება არის ის, რამაც უფრო თავდაჯერებული გახადა. „კარლიტოსმა“ ილიაზე Vogue-ისთვის მიცემულ ინტერვიუშიც ილაპარაკა და ქართველ მებრძოლს მაშინაც შთაგონების წყარო უწოდა.
როგორც მოგეხსენებათ, თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონია და 2024 წელს, ორი ლეგენდა დააფინიშა. „ელ მატადორმა“ ჯერ ალექსანდრ ვოლკანოვსკის მოუგო, შემდეგ კი მაქს ჰოლოუეი გათიშა.