ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

არ ვიცი დონარუმა ასე რატომ მოიქცა | ზურიკომ გატანილ გოლზე ისაუბრა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-17 ტურში პსჟ-მ შინ „სენტ-ეტიენს’’ 2:1 მოუგო. 64-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა დონარუმას არადამაჯერებელი მოქმედებით ისარგებლა და სტანდარტულიდან გაუტანა, ამ გოლით მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

მატჩის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი ფრანგულ მედიას ესაუბრა.

დავითაშვილი: „ვიდრე დავარტყამდი, დონარუმამ ოდნავ მარჯვნივ გადაიწია. არ ვიცი რატომ, მაგრამ მან კუთხე ღია დატოვა. მან ის გააკეთა, რასაც ფიქრობდა. მე თავისუფალი კუთხე ავირჩიე, დავარტყი და გავიტანე, მაგრამ რა თქმა უნდა უფრო მეტი მსურდა,  რადგან ამ მატჩში რამდენიმე კარგი შანსი გვქონდა, როცა ერთი-ერთზე ან ორი-ერთზე დავრჩით, პროგრესი უნდა ვაჩვენოთ.

როცა გოლს ვიტან, ყოველთვის მსგავსი გრძნობები მაქვს, ამის აღწერა შეუძლებელია. თუ ფეხბურთს არ თამაშობ, ძნელია ეს იგრძნო.

ჩემი აღნიშვნა? ეს აღნიშვნა ჩემი მეუღლისადმი პატივისცემის ნიშნად გავაკეთე. იმედი მაქვს, კიდევ ბევრ გოლს გავიტან და ჩემი თითებით უფრო მეტ გულს გავაკეთებ’’.

საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 23 წლის ქართველმა შემტევმა 16 მატჩში 6 გოლი გაიტანა („ოსერთან'' ჰეთ-თრიკი, „ანჟერთან'' დუბლი და გოლი პსჟ-სთან) და 2 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს ბრწყინვალე გოლი | სენტ-ეტიენი პსჟ-სთან დამარცხდა
ზურიკოს ბრწყინვალე გოლი | სენტ-ეტიენი პსჟ-სთან დამარცხდა