კვარას ტრანსფერის დეტალები | რას წერს Il Mattino
ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო საგასთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ქართველ ფეხბურთელს პარი სენ-ჟერმენს აქტიურად უკავშირებენ და ნეაპოლურმა გამოცემამ, Il Mattino-მ ბოლო საათებში განვითარებული მოვლენების შესახებ გვაუწყა.
ცნობილი გაზეთის მიხედვით, პსჟ-ს კვარასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვს და მის სანაცვლოდ 55-60 მილიონ ევროს იხდის. „ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი აშშ-ში იმყოფება და იტალიაში კვირის ბოლოს დაბრუნდება. სავარაუდოდ, ტრანსფერის გაოფიციალურებას მანამდე არ უნდა ველოდოთ.
Il Mattino-ს მიხედვით, კვარაცხელიას ფასი 90 მილიონი ევროა და „ნაპოლიმ“ გარიგებაში მილან შკრინიარისა და რანდალ კოლო მუანის ჩართვაზე უარი განაცხადა. „პარტენოპეის“ ხვიჩას შემცვლელად ედონ ჟეგროვა ჰყავს შერჩეული, მაგრამ „ლილს“ არ სურს, ერთ-ერთი ლიდერი ზამთარში დაკარგოს. ალეხანდრო გარნაჩოს რაც შეეხება, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მის სანაცვლოდ 45 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ Transfermarkt-ზე კვარაცხელიას ფასი 85 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში, ხვიჩამ სერია A-ში 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.