„შესანიშნავი ფინიშერია“ | სენტ-ეტიენის მთავარი მწვრთნელი ზურიკოს აქებს
„სენტ-ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ეირიკ ჰორნელანდმა ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. „პარი სენ-ჟერმენთან“ გამართულ შეხვედრაში, ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა და ანგარიში 1:2 გახადა, რის გამოც „მწვანეების“ თავკაცისგან საქებარი სიტყვები დაიმსახურა.
„ზურიკო დავითაშვილის გოლმა იმედი მოგვცა და შანსი გაგვიჩინა, თამაშში ბოლომდე დავრჩენილიყავით. ანგარიშის გათანაბრების იმედიც გვქონდა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ პარი სენ-ჟერმენი უკეთესი იყო. ბოლომდე ვიბრძოლეთ და მეორე გოლის გასატანად ხარისხი დაგვაკლდა. შეგვეძლო, გადამწყვეტ ფაზაში და ბოლო პასისას, უკეთესნი ვყოფილიყავით.
დავითაშვილი შესანიშნავი ფინიშერია. ზურიკო ფანტასტიკური ფეხბურთელია. ძალიან კარგია, რომ გუნდს დაუბრუნდა და დამაგვირგვინებელ ფაზაში, ნამდვილად კარგია“.
შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში, ზურიკომ „სენტ-ეტიენის“ მაისურით მე-6 გოლი გაიტანა და ამასთან, 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. მის გუნდს 16 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციას იკავებს.