მერაბ დვალიშვილი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„მერაბს ჩემპიონის გული აქვს“ | ხაბიბმა დვალიშვილისა და უმარის ჩხუბზე ისაუბრა

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა მისი ბიძაშვილის, უმარ ნურმაგომედოვისა და მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ორთაბრძოლაზე ილაპარაკა. „არწივმა“ „მანქანა“ შეაქო, მაგრამ თვლის, რომ UFC-ის სუპერ მსუბუქ წონას ახალი ჩემპიონი ეყოლება.

„მე, ისლამი და უმარი დიდი ხანია ერთად ვართ და UFC 311 ჩვენი მემკვიდრეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება. უმარი თავიდანვე ძალიან ნიჭიერი იყო, მაგრამ ნიჭზე მეტად, თავდაუზოგავი შრომით გამოირჩეოდა. მთელი ცხოვრებაა ჩემ გვერდითაა და ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა.

მერაბი ძალიან კარგი მებრძოლია. შესანიშნავი ფიზიკური კონდიციები აქვს და მეტოქეზე წნეხს ბრწყინვალედ ახორციელებს. იცის, როგორ იჭიდაოს. იცის, როგორ დაარტყას და დარტყმების მიღებაც შეუძლია. ჩემპიონის გული აქვს, მაგრამ სტრაიკინგში უმარი სჯობს. მერაბი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში უკეთესია და წნეხს უკეთესად ახორციელებს, მაგრამ, უმარი, როგორც MMA-ის მებრძოლი, ერთ-ერთი საუკეთესოა. არა მხოლოდ თავის წონაში, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და დვალიშვილს გრეპლინგშიც სჯობს. მაღალი დონის ორთაბრძოლა იქნება და უმარი გაიმარჯვებს“.

ცნობისთვის, დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის დაპირისპირება UFC 311-ის თანამთავარი მოვლენაა. ბუკმეკერები ფავორიტად უმარს ასახელებენ და თვლიან, რომ მერაბს საჩემპიონო ქამრის შენარჩუნება გაუჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„არა კვარათი, არამედ საკუთარი თავით ვარ იმედგაცრუებული“ - კონტემ ხვიჩაზე ისაუბრა
„არა კვარათი, არამედ საკუთარი თავით ვარ იმედგაცრუებული“ - კონტემ ხვიჩაზე ისაუბრა