მარცხი ოთხ სეტში | ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა. ქართველმა ჩოგბურთელმა 2025 წლის პირველი დიდი სლემის ძირითად ბადეში თამაშის უფლება საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევით მოიპოვა და პირველ რაუნდში 19 წლის იაკუბ მენშიკს დაუპირისპირდა.
ბასილაშვილმა საწყისი პარტია ცუდად ჩაატარა, მხოლოდ 1 გეიმი მოიგო და პირველი სეტი 1:6 დათმო. მეორე პარტიაში, ნიკამ წონასწორობა აღადგინა. ჩოგბურთელები თავიანთ ჩაწოდებებზე შეცდომებს არ უშვებდნენ და საქმე ტაიბრეიკამდე, რომელიც ბასილაშვილმა 7:3 მოიგო.
მესამე სეტში, 1:1-ზე, ბასილაშვილის ორმაგი ბრეიკპოინტი ჰქონდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა, 3:4-ზე კი, საკუთარი მოწოდება დათმო და მენშიკმა მესამე სეტი 6:3 მოიგო. მეოთხე პარტიაში, ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი ორი მოწოდება დათმო და 0:3-ს აგებდა. ნიკამ ერთი ბრეიკი შეასრულა და 2:3-ზე, სამმაგი ბრეიკპოინტი ჰქონდა, რომლებიც ვერ გამოიყენა. საბოლოოდ, ქართველი ჩოგბურთელი 1:6, 7:6(3), 3:6, 3:6 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბასილაშვილმა ავსტრალიელი კრუზ ჰიუიტი, რუსი ალიბეკ კაჩმაზოვი და იტალიელიე ფრანჩესკო პასარო დაამარცხა.