„ასეთი ფეხბურთელის დაკარგვა იმედგამაცრუებელია“ | პოლიტანო და ლუკაკუ კვარაზე
იტალიის სერია A-ს მეოცე ტურში, „ნაპოლი“ „ვერონას“ დაუპირისპირდა და 2:0 იმარჯვა. მატჩის შემდეგ, „პარტენოპეის“ ფეხბურთელებმა, მატეო პოლიტანომ და რომელუ ლუკაკუმ ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრეს.
„კვარას სიტუაცია? სიმართლე გითხრათ, მთელი ყურადღება ამ შეხვედრაზე გვქონდა გადატანილი, რადგან ეს მთავარი მწვრთნელი სურვილი იყო. ვიცით, რომ კვარაცხელია მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ნორმალურია, რომ იანვარში, მასთან დაკავშირებით, ჭორები ვრცელდება. რა თქმა უნდა, ასეთი ფეხბურთელის დაკარგვა იმედგამაცრუებელია, მაგრამ ეს მისი და კლუბის გადაწყვეტილებაა და ჩვენ, მოთამაშეები ბევრს ვერაფერს ვიზამთ.
გვესაუბრა თუ არა? ბევრი არა. იტალიური კარგად არ იცის, მე კი ინგლისურად ვერ ვსაუბრობ კარგად და პატარ-პატარა დიალოგები გვქონდა“, - განაცხადა პოლიტანომ.
„კვარას საკითხი? ვიცით, რომ იანვარში დიდი ხმაურია და ბევრი ჭორი ვრცელდება, მაგრამ ვარჯიშსა და თამაშებზე ვართ ორიენტირებული“, - აღნიშნა ლუკაკუმ.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. მისი საკუთარ რიგებში ხილვით „პარი სენ-ჟერმენი“ ინტერესდება და ფრანგული პრესის ინფორმაციით, ტრანსფერი უახლოეს დღეებში დაიხურება.