ზედიზედ მე-5 გამარჯვება - ნაპოლიმ ვერონასაც მოუგო
იტალიის სერია A-ს მე-20 ტურში, „ნაპოლი“ საკუთარ მეოდანზე „ვერონას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.
ოფიციალური ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია გუნდს მუხლის ტრავმო ვერ დაეხმარა, თუმცა, იტალიურ მედიაში არაოფიციალურად იწერება, რომ ქართველი შემტევის პსჟ-ში ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია და კვარა სამატჩო განაცხადში სწორედ ამის გამო ვერ მოხვდა.
დღევანდელ შეხვედრაში „ნაპოლი“ მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და ლოგიკური გამარჯვებაც მოიპოვა. ანტონიო კონტეს გუნდი მე-5 წუთზე, მონტიპოს ავტოგოლით დაწინაურდა, 61-ე წუთზე კი ზამბო-ანგისამ სხვაობა ორბურთამდე გაზარდა.
20 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 47 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 18 იანვარს, სტუმრად „ატალანტასთან“ გამართავს.