ზურიკო დავითაშვილი, უსმან დემბელე, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

ზურიკოს ბრწყინვალე გოლი | სენტ-ეტიენი პსჟ-სთან დამარცხდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-17 ტურში, ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ სტუმრად პსჟ-ს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დამარცხდა.

ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 87 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ზურიკო თავისი გუნდის რიგებში გამორჩეული იყო და 64-ე წუთზე ეფექტური საჯარიმო დარტყმით გოლის გატანაც შეძლო, რითაც ანგარიში 2:1 გახადა. ცნობილი სტატისტიკური პორტალის - Sofascore-სგან ქართველმა შემტევმა 7.4-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაც „სენტ-ეტიენის“ მეკარის შეფასების (8.1) შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

პსჟ-დან ორივე გოლი უსმან დემბელემ გაიტანა. პარიზული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ანგარიში მე-13 წუთზე გახსნა, 23-ე წუთზე კი პენალტით სხვაობა ორბურთამდე გაზარდა. დემბელეს დუბლს 64-ე წუთზე დავითაშვილმა უპასუხა, თუმცა „სენტ-ეტიენმა“ თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო.

მიმდინარე სეზონში, ზურიკომ „სენტ-ეტიენის“ მაისურით მე-6 გოლი გაიტანა და ამასთან, 2 საგოლე გადაცემის შესრულებაც შეძლო. 17 ტურის შემდეგ, მისი გუნდი ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში  16 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-16 ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას საკუთარ მოედანზე „ნანტის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები