იოსებ ტყემალაძე
Aa
Aa

პირველი დონის ქვეყანას ისევ უნდა მოვუგოთ - ტყემალაძე 2025-ის გეგმებზე

2024 წელი ქართული რაგბისთვის მეტ-ნაკლებად წარმატებული იყო. საქართველოს ნაკრებმა შეძლო და იაპონიის ეროვნული გუნდის სახით პირველი დონის კიდევ ერთი ქვეყანა დაამარცხა, „შავი ლომი“ კი ევროპულ საკლუბო ტურნირზე ფეხს თანდათან იკიდებს. გასული სეზონი ჩვენი ქვეყნის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას დეტალურად ისაუბრა.

რას ამბობს ტყემალაძე

როგორი იყო 2024? დავამარცხეთ ტიერ 1-ის კიდევ ერთი ქვეყანა, რაც წინა წლებში იტალიელებთან და უელსელებთან მიღწეული წარმატებების ფონზე, აღარავის უკვირს. იაპონელები უკვე 25 წელია რაგბიში უდიდეს კაპიტალს აბანდებენ და სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის დიდი ტრადიციების მქონე სარაგბო ქვეყნებიდან უამრავი სპეციალისტი მიიწვიეს.

რიჩარდ კოკერილი ძალიან შრომისმოყვარე სპეციალისტია და ერთ წელიწადში გუნდს ბოლომდე შეეწყო. სწორედ ამის გამო, მასთან ხელშეკრულევა ავტომატურად 3 წლით გახანგრძლივდა. თუმცა, 2027 წლის მსოფლიოს თასამდე ინგლისელს ყოველწლიურად გარკვეული მიზნები ექნება. მაგალითად წელს პირველი დონის გუნდთან ისევ უნდა გავიმარჯვოთ და რაგბი ევროპაც რა თქმა უნდა მოვიგოთ.

ბოლო წლების მთავარი სიახლე და ნაკრების განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა “შავი ლომია“. ამ ფრანჩაიზმა მოიტანა უკვე ის, რომ თამაშების ინტენსივობა მაღალია, მორაგბეები შეთამაშებულები არიან და კლუბმა იმდენად დაიმკვიდრა თავი, რომ მისი ბიუჯეტი რაგბის კავშირისას აღემატება.

„შავი ლომი“ ევროპის ჩელენჯ თასზე 4 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა და ჯგუფურ ეტაპს 19 იანვარს, „ედინბურგთან“ საგარეო მატჩით დაასრულებს. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები კი რაგბი ევროპის 2025 წლის ჩემპიონატში, რომელიც 2027 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპიცაა, 1 თებერვლიდან ჩაერთვება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
აწყდება პრობლემებს, რასაც მეც ვაწყდებოდი - მაისაშვილი კოკერილზე
აწყდება პრობლემებს, რასაც მეც ვაწყდებოდი - მაისაშვილი კოკერილზე