გუნდური პირველი ადგილი - ტყვიის მსროლელების წარმატება
Aa
Aa

გუნდური პირველი ადგილი - ტყვიის მსროლელების წარმატება

სლოვენიაში გამართული პრესტიჟული გრან პრის გათამაშება ქართველმა ტყვიის მსროლელებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს, რითაც ტურნირზე საუკეთესო შედეგი აჩვენეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.
ერთეულებში ახალგაზრდებს შორის გრან პრის გამარჯვებული სალომე ფროდიაშვილი გახდა, რომელმაც პნევმატური პისტოლეტიდან 10-მეტრიან დისტანციაზე სროლაში 235,4 ქულა დააგროვა. ასევე ჩვენი ქვეყნის დელეგაციამ ოქროს მედალი შერეულ წყვილთა ტურნირში მოიგო, სადაც საუკეთესო შედეგი სალომე ფროდიაშვილისა და გიორგი მუმლაძის დუეტმა აჩვენა.
მუმლაძე ერთეულთა თანრიგში ახალგაზრდებს შორის ვიცე-ჩემპიონი გახდა და მის გარდა ვერცხლის მედალი საქართველოს მარიამ ფროდიაშვილმა უფროსების შეჯიბრებაში მოუტანა. სამი ბრინჯაოს მედალი კი ინდივიდუალურ ჩათვლაში მარიამ აბრამიშვილისა და მარიამ მარშავას, ხოლო შერეულ წყვილებში მარიამ მარშავასა და ლევან ქადაგიძის დუეტის ანგარიშზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნინო სალუქვაძე სპორტული სროლის საერთაშორისო ფედერაციამ დააჯილდოვა
ნინო სალუქვაძე სპორტული სროლის საერთაშორისო ფედერაციამ დააჯილდოვა