გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

გოლი დამატებულ წუთზე გაუშვა | მამარდას ორი ბრწყინვალე რეაქცია

ესპანეთის ლა ლიგის მე-19 ტურში „სევილიამ’’ „სანჩეს პისხუანზე’’ „ვალენსია’’ მიიღო. „ღამურები’’ გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, ლუის რიოხას გოლით იგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმის მე-3 დამატებულ წუთზე პედროსას დარტყმისას გიორგი მამარდაშვილი შეცდა და მარტივ ვითარებაში ბურთი ვერ მოიგერია, მატჩი 1:1 დასრულდა.

რიოხას გოლისას შეტევა მამარდაშვილმა დაიწყო

გიორგი მამარდაშვილმა ტრავმა მოირჩინა და ლა ლიგაში 4-მატჩიანი პაუზის შემდეგ მინდორს დაუბრუნდა. 

24 წლის მეკარემ, რომელიც „ლივერპულის’’ საკუთრებაა და „ვალენსიაში’’ იჯარით თამაშობს, მიმდინარე სეზონის ლა ლიგაში მე-15 მატჩი ჩაატარა (სამი მშრალი შეხვედრა).

თუ გაშვებულ გოლს არ ჩავთვლით, დამაჯერებელი იყო, ორი რთული დარტყმა მოიგერია, თუმცა ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ გაშვებული გოლისას აშკარად შეცდა, ბურთს შეწვდა, მაგრამ ვერ მოიგერია.


ლა ლიგაში „ვალენსიამ'' 19 ტურში 13 ქულა დააგროვა და ბოლო ადგილზეა, უშუალო კონკურენტ „ვალიადოლიდს'' 2 ქულით ჩამორჩება. „ღამურები'' შემდეგ მატჩს „მესტალიაზე'' „სოსიედადთან'' გამართავენ (19 იანვარი).

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
წარმატებული დებიუტი ბუნდესლიგაში | ბუდუ ჰაიდენჰაიმს გამარჯვებაში დაეხმარა
წარმატებული დებიუტი ბუნდესლიგაში | ბუდუ ჰაიდენჰაიმს გამარჯვებაში დაეხმარა