რონალდ არაუხო, კრისტიანო ჯუნტოლი, რანდალ კოლო მუანი
Aa
Aa

„დაცვის გაძლიერება გვსურს“ - ჯუნტოლი არაუხოს შესაძლო ტრანსფერზე

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ „ბებერი ქალბატონის“ სატრანსფერო მიზნებზე ისაუბრა და გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ტურინული კლუბი „ბარსელონას“ ურუგვაელი მცველის, რონალდ არაუხოსა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფრანგი ფორვარდის, რანდალ კოლო მუანის ტრანსფერებზე მუშაობს.

რა თქვა ჯუნტოლიმ:

„პირველ რიგში, დაცვის გაძლიერება გვსურს. რაც შეეხება სხვა პოზიციებს, ვნახოთ, რა ვარიანტები იქნება ხელმისაწვდომი სატრანსფერო ბაზარზე. იანვარში ძლიერი ფეხბურთელების დამატება ძალიან რთულია.

იტალიურზე მეტად, უცხოურ ბაზარს ვაკვირდებით. რონალდ არაუხო და რანდალ კოლო მუანი ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან. იმედია, მომდევნო კვირაში პოზიტიური სიახლეები გვექნება“.

მანამდე არაუხოს მომავალთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა გამოცემა El Chiringuito-ს ჟურნალისტმა, ხოსე ალვარეს ჰაიამ. მისი ინფორმაციით, „ბლაუგრანა“ მზადაა, ურუგვაელ ცენტრალურ მცველს შეელიოს, თუმცა მის სანაცვლოდ 60-70 მილიონი ევროს მიღება სურს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილი არაუხომ ტრავმის გამო გამოტოვა. ურუგვაელი ფეხბურთელი მოედანს მხოლოდ 4 იანვარს, კოპა დელ რეის მატჩში დაუბრუნდა, რომელშიც „ბარსელონამ“ „ბარბასტროს“ 4:0 მოუგო. Transfermarkt-ი არაუხოს 55 მილიონ ევროდ აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლეგენდა დააბრუნეს - ევერტონი მოიესმა ჩაიბარა
ლეგენდა დააბრუნეს - ევერტონი მოიესმა ჩაიბარა