მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„უმარზე არ ვფიქრობ, საკუთარ თავზე ვარ კონცენტრირებული“ - დვალიშვილი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი აცხადებს, რომ უმარ ნურმაგომედოვთან ჩხუბისთვის მომზადების პროცესში არაფერი შეუცვლია და მხოლოდ საკუთარ თავზეა კონცენტრირებული. ამის შესახებ დვალიშვილმა კევინ აიოლისთან ინტერვიუში განაცხადა.

რა თქვა დვალიშვილმა:

„ბოლო წლების განმავლობაში სოციალურ ქსელებში კეთილისმსურველებისგან ბევრი შეტყობინება მომდის. პატივს ვცემ ყველა ექსპერტს და ჟურნალისტს, ვინც ნამდვილად ერკვევა შერეულ ორთაბრძოლებში. ვცდილობ, მოძულეებს ყურადღება არ მივაქციო. მოძულეები ყველა დროის საუკეთესო მებრძოლს, ჯონ ჯონსსაც ჰყავს - გაოგნებული ვარ, რომ ასეთი რამ მართლა არსებობს, თუმცა მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მხარს მიჭერს.

უმართან ჩხუბისთვის მომზადებისას არაფერი შემიცვლია. საკუთარ თავზე ვარ კონცენტრირებული, უმარზე არ ვფიქრობ. ის ძლიერი მებრძოლია, კორი სენდჰაგენი დაამარცხა, მაგრამ მე განსხვავებული ვარ და მზად ვარ, ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობები.

უმარს ყურადღებას არ ვაქცევ, უბრალოდ ვმუშაობ საკუთარ თავზე, რათა კიდევ უფრო ძლიერი ვიყო და ნებისმიერთან საჩხუბრად ვიყო მზად. მაგალითად, ომალისთან ჩხუბში ინიციატივას მე ვფლობდი. ერთ-ერთი რაუნდის დასრულებამდე 10 წამი როცა რჩებოდა, მას ვაკოცე კიდეც. ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ სრულად ვაკონტროლებდი იმ ჩხუბს“.

შეგახსენებთ, რომ საჩემპიონო ქამრის პირველ დაცვას მერაბ დვალიშვილი დაუმარცხებელი რუსი მებრძოლის, უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ გამართავს. დვალიშვილი-ნურმაგომედოვის დაპირისპირება 19 იანვარს, თბილისის დროით გამთენიისას გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გადადება გამოირიცხა - UFC 311 დათქმულ დროს გაიმართება
გადადება გამოირიცხა - UFC 311 დათქმულ დროს გაიმართება