ლუკა მატკავა
Aa
Aa

სრული ფიასკო მეორე ტაიმში - ბაიონამ შავი ლომი გაანადგურა

რაგბიში, ევროპის ჩელენჯ თასის მესამე მატჩში „შავი ლომი’’ „მიხეილ მესხზე'' ფრანგულ „ბაიონასთან’’ 16:41 განადგურდა.

პირველ ტაიმში ლუკა მატკავამ სამი ჯარიმა ზუსტად შეასრულა. ასევე, ლუკა ივანიშვილის ლელოს შემდეგ მატკავას აქტივში ზუსტი გარდასახვა იყო. პირველი ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა 16:17 დათმეს.

მეორე ტაიმი სტუმართა სრული დომინაციით მიმდინარეობდა, რიჩარდ კოკერილის გაწვრთნილებმა ქულაც ვერ აიღეს, მაშინ როცა „ბაიონას’’ ანგარიშზე 24 ქულა იყო. საბოლოოდ, სტუმრებმა დიდი ანგარიშით, დამაჯერებლად გაიმარჯვეს.

„შავმა ლომმა'' 3-დან ერთი მატჩი მოიგო, 2 დათმო, ექვსგუნდიან ჯგუფში 4 ქულით ბოლო ადგილზეა.

ბოლო ტურში „შავი ლომი’’ „ედინბურგს’’ ესტუმრება (19 იანვარი).

ფოტო: „შავი ლომის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლუკა მატკავა: ვეცდებით ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ და შანსი გამოვიყენოთ
ლუკა მატკავა: ვეცდებით ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ და შანსი გამოვიყენოთ