ლიონმა ბრესტთან წააგო | მიქაუტაძეს საგოლე მომენტი არ ჰქონია
ლიგა 1-ის მე-17 ტურში „ლიონი“ „ბრესტს“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. პიერ საჟის გუნდმა მატჩი ცუდად დაიწყო - „ბრესტის“ ფეხბურთელმა, მაჰდი კამარამ მასპინძლები უკვე მე-8 წუთზე დააწინაურა.
25-ე წუთზე ლუდოვიკ აჟორკმა „ბრესტის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა - მაჰდი კამარამ კი გოლს საგოლე გადაცემაც მიამატა.
პირველი ტაიმის მიწურულს „ლიონმა“ ანგარიშში სხვაობა შეამცირა - მალიქ ფოფანას პასის შემდეგ თავი ჟორდან ვერეტუმ გამოიჩინა.
მატჩის საუკეთესო მომენტები:
რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, საჟმა ის თამაშში 76-ე წუთზე, ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად ჩართო.
მიქაუტაძემ Sofascore-ისგან 6.6-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: ბურთთან 3 შეხება, 1 არაზუსტი პასი, 1 მოგებული ორთაბრძოლა, 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა და 1 დაკარგული ბურთი. მიქაუტაძემ მეტოქეს ერთხელ დაარღვევინა წესები.
მომდევნო მატჩს მიქაუტაძის გუნდი საფრანგეთის თასზე, 15 იანვარს, „ბურგუენის“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.